пятница, 26 декабря 2008 г.

ფ ე რ ე ბ ი


ძირითადი ფერები


ძირითადი ფერები- ფერები, რომელთა შერევითაც შეიძლება ყველა დანარჩენი ფერის მიღება.
სულ 3 ძირითადი ფერი არსებობს: წითელი, ყვითელი და მწვანე. "ფერების წრის” დანარჩენი ფერები კი ამ სამი ფერის სხვადასხვა პროპორციებში შერევით მიიღება.
ფერების შერევა დამოკიდებულია “ფერების მოდელზე”. არსებობს “ფერების მოდელის” 2 ტიპი: I ტიპის შერევის დროს შეიძლება მივიღოთ აბსოლუტურად შავი ფერი, II ტიპის შერევის დროს შეიძლება მივიღოთ თეთრი ფერი.




ფერების კლასიფიკაცია
თბილი და ცივი ფერები



ფერები იყოფა თბილ და ცივ ფერებად. ფერების ასეთი დახასიათება ძირითადად განპირობებულია ადამიანზე მათი ზემოქმედებით. ფერების თეორიაში სრულიად გაურკვეველ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება “ემოციური შეფასების” დახმარებით “ფერების წრეზე” თბილი და ცივი ფერების გარჩევა.
თბილი მიეკუთვნება ყველა ის ფერი, რომელიც განლაგებულია“ქრომატული წრის” ყვითელსა და წითელ-მელნისფერ ფერებს შორის.
ცივ ფერებს მიეკუთვნება ყველა ის ფერი, რომელიც განლაგებულია“ქრომატული წრის მელნისფერსა და ყვითელ-მწვანე ფერებს შორის.
თბილი ფერები თითქოს სიკეთეს და ნდობას ასხივებენ, ცივი ფერები კი დამოუკიდებლობას, განყენებულობას და დისტანციას.



ფერებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და სიმბოლოები



ფერები, რომელსაც ადამიანის თვალი ხედავს, სინამდვილეში იმ ელექტრომაგნიტური სპექტრის პატარა ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ერთი მხრიდან ინფრაწითელი სინათლითაა შემოსაზღვრული და მეორე მხრიდან კი- ულტრაიისფერით. ტრადიციულად, როდესაც სპექტრის ფერებზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ცისარტყელის 7 ფერი. ჩვენ კი აქ განვიხილავთ ქრომატული წრის 12 ფერს:


  • სპექტრი


  • წითელი



  • ცეცხლი, სიცხე, სიცოცხლე, ენერგია, აქტიურობა, ნებისყოფა, ბრძოლა, მგზნებარება, აგრესია, სიბრაზე.



  • ნარინჯისფერ



  • მოძრაობა, სიჩქარე, რითმი, სიხარული, ემოცია, მგრძნობიარობა, სიცოცხლისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, დამოკიდებულობა, განებივრებულობა.



  • ყვითელი



  • მზე , დღე, თავისუფლება, ზეიმი, მხიარულება, მოთმინება, სიჯიუტე, კრიტიკულობა, აფორიაქება, ღალატი.




  • მწვანე


  • ბუნება, სიცოცხლე, რწმენა, ჰარმონია, ექსტრავაგანტულობა, ბუნებრიობა, სიკეთე, სირბილე, იპოქონდრია, ეგოიზმი.



  • ზურმუხტისფერი


  • კეთილდღეობა, სოლიდურობა, იზოლაცია, მომთხოვნელობა, თანამიმდევრობა.



  • ფირუზისფერი



  • ტალღა, ლაგუნა, წვიმა, განწმენდა, ევოლუცია, ცვლილებები, სიმშვიდე, თავშეკავებულობა, მორიდებულობა, პატივმოყვარეობა.



  • ცისფერი


  • ქარი, ცა, სიცივე, ყინული, სისუფთავე, გულახდილობა, ლაპარაკი, ტაქტიანობა, ჩაკეტილობა, გულგრილობა, მანიპულირება.



  • ლურჯ(ინდიგო)


  • სამყარო, ხედვა, სიჩუმე, დათრგუნულობა, შფოთიანობა, იდეალიზმი, ფანატიზმი.



  • იისფერი


  • სიბრძნე, სულიერება, მისტიკა, შთაგონება, არტისტიზმი, კეთილშობილება, კანონიერება, მართვა, ფანატიზმი, გაუცხოვება, სიკვდილი.



  • იასამნისფერი


  • ინტუიცია, მარადიულობა, მეფობა, სიმდიდრე.



  • მალინისფერი:



  • სიყვარული, სინაზე, სიყრმე, მისწრაფება, ინტიმურობა, არაკეთილსინდისიერება, ირეალობა.



  • ვარდისფერი



  • ქალური საწყისი, უსიტყვო სიყვარული, რომანტიულობა, მეგობრობა, სიკეთე, ქალურობა, ქარაფშუტობა, ზედმეტი მგრძნობიარობა.




  • და კიდევ სხვა 4 ფერს:




  • ყავისფერი

  • ნიადაგი, დედამიწა, შემოდგომა, სანდოობა, იმედიანობა, გამძლეობა, მოწყენილობა, კონსერვატიულობა, შიში.



  • ნაცრისფერი



  • ჩრდილი, ღრუბელი, უძრაობა, სტაბილურობა, კეთილგონიერება, რეალიზმი, გაორება, მოწყენილობა, დარდი.



  • შავი


  • ღამე, სიმშვიდე, წყვდიადი, საიდუმლო, გამოწვევა, მოწყენილობა, დათრგუნულობა, სიკვდილი.



  • თეთრი





  • სინათლე, სიმშვიდე, სისუფთავე, სიცარიელე, ზრდილობა, სიწმინდე, კონცენტრირება, განყენებულობა, სიმარტოვე.

ქრომოთერაპია


  • დადგენილია რომ ფერები გავლენას ახდენენ ადამიანის განწყობაზე. მეცნიერებაც კი არსებობს ასეთი - ქ რ ო მ ო თ ე რ ა პ ი ა, რომელიც ასწავლის თუ როგორ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფერები ადამიანის სულიერ მხარეზე.

  • თუ გაინტერესებთ ფერების მოქმედება გამოსცადოთ თქვენს თავზე – შეგიძლიათ ეს ნახოთ ზემოთ ნაჩვენები სურათების დახმარებით: სურათზე დაწკაპებით გამოსულ სურათის შესაბამი ფერს უნდა უყუროთ რამდენიმე ხნის განმავლობაში და შემდეგ დააკვირდეთ თქვენი განწყობილების ცვლილებას.




გისურვებთ კარგ განწყობას :)